რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, სადაც სიტყვით აქციის ორგანიზატორები, მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან.
აქციაზე იმყოფება მხატვარი გია ბუღაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილი ხალხის ძალას მარტივად ვერ მოერევა.
„ხალხის ძალას მარტივად ვერ მოერევა ბიძინა ივანიშვილი. ის ჩვენ თავებს გოგრებივით ითვლის. თავები რაოდენობით კი არა შინაარსით უნდა დაითვალოს. აქ შეკრებილი ადამიანები ბევრად უფრო მეტი იდეის მატარებლები არიან ვიდრე ივანიშვილს ჰგონია იმიტომ, რომ აქ იდეალებით შეკრებილი ხალხია და არა გარკვეული ტროლები და ბოტები. აქ მოსული ხალხი გამორჩენას არ ელის. ტყუილზე აწყობილი ქვეყანა არ არსებობს. ტყუილზე აგებული სახელმწიფო აუცილებლად ჩამოიმსხვრევა. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ესენი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაგვეშლება. ივანიშვილი დინასტიას ქმნის და ეს არ უნდა გაუვიდეს,“ - განაცხადა გია ბუღაძემ.